Sunday, September 20, 2015
დღე მეცხრე. შემაჯამებელი რეფლექსია.
დღეს წარმოვაგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რადგანაც დღეს არის ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე. მივიღე რჩევები , საერთო ჯამში მომიწონეს ნამუშევარი. გავითვალისწინებ რჩევებს, კმაყოფილი ვარ. საინტერესო იყო ყველა მსმენელის პროექტების მოსმენა.ჩვენი უკუკავშირი იყო კონსტრუქციული. ამ ტრენინგმა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება მოსწავლეების მიერ სასწავლო პროექტის პორტფოლიოების მომზადებაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ავირჩიე ეს ტრენინგი.ეს პროექტი დამეხმარა ჩემი პროდუქციულობის გაზრდასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ვისწავლე დოკუმენტის შექმნა და თუ როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად.
Saturday, September 19, 2015
მერვე დღე
დღეს გავეცანი მეშვიდე მოდულს. მოცემულ მოდულში გავეცანი თუ როგორ შევქმნა სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმატებისათვის. ვიმსჯელე თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქციულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობებისათვის. ვისწავლე დოკუმენტაციის შექმნა. ამის კარგად გაგების შემდეგ გაუადვილებ მოსწავლეებს სამუშაოს უკეთ შესრულებაში და დამოუკიდებლად აზროვნებაში.
Wednesday, September 16, 2015
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღეს განვახორციელეთ სასწავლო გეგმის პროცედურები. მივიღე შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებ. მომეწონა ძალიან კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ გარდნერისა და ბლუმის მატრიცა. დღევანდელი დღე დატვირთული იყო, დავიღალე მაგრამ კმაყოფილი ვარ რადგან ბევრი პრაქტიკული საკითხები განვიხილეთ. განსაკუთრებით შეფასების რუბრიკები.
Friday, September 11, 2015
მეექვსე დღე
მეექვსე დ ღე ძალიან შრომატევადი იყო. დღეს განვიხილეთ მოსწავლის თვალით დანახული პროექტი. დავინახეთ თუ როგორ მოვირგეთ მოსწავლის როლი,ღრმად ჩავწვდით და დავფიქრდით პრობლემებზე,თუ როგორ დავძლევდით მას, თუ რას ჩაწვდება მოსწავლე ღრმად და რისი გადაჭრა შეუძლია .დავინახე თუ რამდენად რეალისტურია ამ დავალების დონე მათთვის. მივიღე რჩევები, რასაც გავითვალისწინებ.შეიძლება ბევრი რამ შევცვალო რჩევების გათვალისწინებით.
Tuesday, September 8, 2015
დღე მე-V
კმაყოფილი ვარ V დღის ტრენინგით. ტრენერის მიერ გასაგებად იქნა ახსნილი ყველა დღეს შესასწავლი საკით.ხები. გასაგებია უკუკავშირის მისაცემი რჩევები და მეთოდები. თვითონ სიტყვის მნიშვნელობაც კარგად გავიგე. კარგად იქნა ახსნილი საავტორო უფლებების დაცვა, ბიბლიოგრაფია, კოლაბორაციული თანომშრომლობა. ტრენერის მუშაობას ვაფასებ კარგად, ბევრ ახალს ვსწავლობ ყოველ ტრენინგზე.
Monday, September 7, 2015
მე -4 დღე
მე -4 დღეც ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ დავალება შესრულებული მქონდა სწორად, გავითვალისწინე შენიშვნები და პროექტის შინაარსში ჩავამატე ზოგიერთი რამ. გავეცანით და ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შესახებ. ვფიქრობ ტრენერმა გასაგებად აგვიხსნა და დავალებას სევასრულებ.
Saturday, September 5, 2015
დღე მე-3
დღე მე-3იყო შრომატევადი.შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი. ცოტა რთულია იმიტომ რომ დამაფიქრებელია მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მაგრამ ტრენერმა გაგვაცნო თუ რომელი კითხვები შეგვიძლია გამოვიყენო ზოგად და თემატურ კითხვარებში. მგონია დავალებას შევასრულებ.
Friday, September 4, 2015
დღე მეორე
დღეს წარმოვადგინეთ პროექტის იდეები.ბევრი რამ გავიგე დღევანდელი ტრენინგიდან. გავიგე უკეთ თუ როგორ შევარჩიო პროექტის იდეა და სამუშაო გეგმა.ამის შ ემდეგ შეიძლება პროექტის თემაც შევცვალო.
Subscribe to:
Posts (Atom)