Sunday, September 20, 2015

დღე მეცხრე. შემაჯამებელი რეფლექსია.

დღეს  წარმოვაგინე  ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რადგანაც დღეს არის ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე. მივიღე რჩევები ,  საერთო ჯამში მომიწონეს ნამუშევარი. გავითვალისწინებ  რჩევებს,  კმაყოფილი ვარ. საინტერესო იყო ყველა მსმენელის პროექტების მოსმენა.ჩვენი უკუკავშირი იყო  კონსტრუქციული. ამ ტრენინგმა შეცვალა ჩემი  დამოკიდებულება მოსწავლეების მიერ სასწავლო პროექტის პორტფოლიოების მომზადებაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ავირჩიე ეს ტრენინგი.ეს პროექტი დამეხმარა ჩემი პროდუქციულობის გაზრდასა  და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ვისწავლე დოკუმენტის შექმნა  და თუ როგორ მოვამზადო და  წარმოვადგინო  ჩემი ნამუშევრები ეფექტურად.

Saturday, September 19, 2015

მერვე დღე

დღეს გავეცანი მეშვიდე მოდულს. მოცემულ მოდულში გავეცანი თუ როგორ შევქმნა    სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმატებისათვის. ვიმსჯელე თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქციულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობებისათვის. ვისწავლე დოკუმენტაციის შექმნა.      ამის კარგად გაგების შემდეგ   გაუადვილებ მოსწავლეებს სამუშაოს უკეთ შესრულებაში და დამოუკიდებლად აზროვნებაში.

Wednesday, September 16, 2015

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეს განვახორციელეთ სასწავლო  გეგმის პროცედურები. მივიღე შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებ. მომეწონა ძალიან კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ გარდნერისა და ბლუმის მატრიცა. დღევანდელი დღე დატვირთული იყო, დავიღალე მაგრამ კმაყოფილი ვარ რადგან ბევრი პრაქტიკული საკითხები განვიხილეთ. განსაკუთრებით შეფასების რუბრიკები.

Friday, September 11, 2015

მეექვსე დღე

მეექვსე დ ღე ძალიან შრომატევადი იყო. დღეს განვიხილეთ მოსწავლის თვალით დანახული პროექტი. დავინახეთ თუ როგორ მოვირგეთ მოსწავლის როლი,ღრმად ჩავწვდით და დავფიქრდით პრობლემებზე,თუ როგორ დავძლევდით მას,  თუ რას ჩაწვდება მოსწავლე ღრმად და რისი გადაჭრა შეუძლია .დავინახე თუ რამდენად რეალისტურია ამ დავალების დონე მათთვის. მივიღე რჩევები, რასაც გავითვალისწინებ.შეიძლება ბევრი რამ შევცვალო  რჩევების გათვალისწინებით.

Tuesday, September 8, 2015

დღე მე-V

კმაყოფილი ვარ V დღის ტრენინგით. ტრენერის მიერ  გასაგებად იქნა ახსნილი ყველა  დღეს შესასწავლი საკით.ხები. გასაგებია უკუკავშირის მისაცემი რჩევები და მეთოდები. თვითონ სიტყვის მნიშვნელობაც კარგად გავიგე. კარგად იქნა ახსნილი საავტორო უფლებების დაცვა, ბიბლიოგრაფია, კოლაბორაციული თანომშრომლობა. ტრენერის მუშაობას ვაფასებ კარგად, ბევრ ახალს ვსწავლობ ყოველ ტრენინგზე.